შალვა ნათელაშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა, სადაც ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ადგილობრივებს გაესაუბრა.
ხეობაში ქარი გაძლიერდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ადგილას აალება კიდევ მოხდა. ადგილზე ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.