18 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, ტყის 100-ზე მეტი მცველი - ბორჯომის ხეობაში ხანძარს გაძლიერებულად ებრძვიან

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი და ტყის 100-ზე მეტი  მცველი ცდილობს. ასევე მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი. პროცესში ათეულობით მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი ხანძრის სალიკვიდაციო შტაბი მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამ დროისთვის არსებულ ვითარებას განმარტავს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ გაიჭრა 3 კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. 

"ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

"გაიჭრა 3 კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე რჩება.

"საგანგებო შტაბი შესაბამისი სამოქმედო გეგმით მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე რჩება. საგანგებო შტაბი შესაბამისი სამოქმედო გეგმით მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებაზე,"-ნათქვამია განცხადებაში.

ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარების ამსახველი კადრების სანახავად გადადით ბმულზე.

დღის ამბები