18 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ქართველი მეხანძრეების დასახმარებლად აზერბაიჯანი ცოცხალ ძალას აგზავნის 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან მომავალ ვერტმფრენებს, ქართველი მაშველების დასახმარებლად ცოცხალი ძალაც მოჰყავთ. ამის შესახებ განცხადება გიორგი მღებრიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე აგზავნის ეკიპაჟს 50-კაციანი შემადგენლობით.

„შექმნილია ინტერაქტიული რუქა, დატანილია ყველა ლოკაცია, ყველა კერა ხანძრის. ადგილზე ვაჯერებთ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. მძიმე ტექნიკა შეგვყავს ტყეში, გზას ვჭრით, რომ შევიდეთ იმ ადგილამდე სადაც ცეცხლი ანთია.

"ორი ვერტმფრენი კიდევ მოდის აზერბაიჯანიდან, მაგრამ ეს არ არის სახანძრო ვერტმფრენი, მას მოჰყავს ასევე ცოცხალი ძალა დასახმარებლად 50 კაცის შემადგენლობით. ღამე სახანძრო ოპერაციები რეკომენდირებული არ არის არც ვერტმფრენებით, არც თვითმფრინავით. ავიაცია ამ ვითარებასა და ამ მოცემულობაში ძალიან სარისკოა რომ გამოვიყენოთ,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები