ბორჯომის ხეობაში ხანძრის კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდა. ცეცხლის კერა სოფელ დაბას ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაა გაჩენილი.
მოსახლეობა შიშობს, რომ ცეცხლი უახლოეს პერიოდში მათ სახლებსაც მოედება.
ადგილობრივების თქმით, ადგილზე ერთადერთი სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
ხანძრის ლოკალიზებას ქარი ართულებს. ბორჯომის ხეობაში ძლიერი დაკვამლიანებაა.
ხანძარს ბორჯომის ტყეში 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. საგანგებო სიტუაციების ჯგუფები საქართველოს რეგიონებიდან გადაისროლეს.
ადგილზე მობილიზებულია ტყის 100 მცველი. ისინი, მეხანძრეებთან ერთად, ებრძვიან სტიქიას. ცეცხლს ავიაციის დახმარებითაც აქრობენ.
ხანძრის ამსახველი კადრების სანახავად იხილეთ ბმული.