18 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას - ნიკოლოზ სირაძე

საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სირაძე, რომელიც ამ წუთებში სოფელ დაბაში, სტიქიის ზონაში, იმყოფება, აცხადებს, რომ სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამის დანაყოფებთან ერთად, მობილიზებულები არიან, რათა ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე არ მივიდეს.

სირაძის თქმით, საფრთხე იმისა, რომ ცეცხლი მოსახლეობამდე მივიდეს, არ არსებობს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას და ხანძრის გავრცელება არ დავუშვათ,“ - განაცხადა სირაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სოფელ დაბაში ამ წუთებში ახორციელებს ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას. პარალელურად ამისა, მეხანძრე-მაშველები ცდილობენ, რომ ალტერნატიული გზით ცეცხლის კერებს მიუახლოვდნენ. თუმცა, ტექნიკა ცეცხლის კერებთან მისვლას, რომელიც ყოველწუთიერად მატულობს, ვერ ახერხებენ. 

დღის ამბები