რკინიგზელების მოთხოვნებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად მერვე დღეა, შიმშილობენ, ცოტა ხნის წინ საქართველოს რკინიგზაში უპასუხეს.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის, განცხადებით, ისინი მოშიმშილეებთან სასაუბროდ მხოლოდ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე არიან მზად.
„ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებთან. რაც შეეხება იმ პირებს, რომელთაც სურთ, ამაში მონაწილეები იყვნენ, ამისთვისაც ვართ მზად, მაგრამ მხოლოდ იმ საკითხებზე, რაც შრომით ურთიერთობებს შეეხება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.