საქართველოს დასახმარებლად ერთი შვეულმფრენი ბელორუსმაც გამოგზავნა.
ამის შესახბ რუსთავი2-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესებში დახმარებას საქართველო სომხეთიდანაც ელოდება.
მეზობელი ქვეყნა სახანძრო სამაშველო ტექნიკის 13 ერთეულით დაეხმარება და მათ შორის არის 4 მაღალი გამავლობის ტიპის ტექნიკა.