18 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
წაღვერის ტყეში უნიკალური ჯიშის ხეები ნადგურდება - „კურიერის“ რეპორტაჟი სტიქიური უბედურების ზონიდან

ბორჯომის ხეობაში სტიქიური უბედურება შინაგან საქმეთა სამინისტროს საველე ბაზას მიუახლოვდა. ცეცხლი, ძირითადად, გამხმარ ბალახსა და გამომშრალ ხეებს უკიდია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს პერიოდში დაიწვა.

მდგომარეობას ძლიერი ქარი ართულებს, რომელიც ძლიერ დაკვამლიანებსა და ცეცხლის ახალი კერების გაჩენას უწყობს ხელს.

წაღვერისა და სოფელი დაბის მიმდებარე ტყეებში მეხანძრეებსა და მაშველებს საკმაოდ რთულ რელიეფზე უწევთ გადაადგილება.

თუმცა, სტიქიის ზონაში შვეულმფრენები უკვე 12 საათია, შეუჩერებლივ მუშაობენ და ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოებში არიან ჩართული.

წაღვერის ტყეში უნიკალური ჯიშის ხეები ნადგურდება.

 

 

დღის ამბები