ბორჯომისა და ბაკურიანის დამაკავშირებელ მაგისტრალთან ახლოს ხანძარი მძვინვარებს. უსაფრთხოების ზომების გამო, ჯერჯერობით მაგისტრალი ჩაკეტილი არ არის, თუმცა იქ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სახანძრო ბრიგადებია მობილიზებულია.
სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპზე მაგისტრალის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. თუმცა, ცეცხლის კერები რჩება და პერიოდულად აალება ხდება.
ტერიტორიაზე დღეს ავიაციაც მუშაობდა, თუმცა 40 წუთის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო, ხილვადობა, პრაქტიკულად, არ იყო და ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა.