18 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ქეთი დოლიძეს კონკურენტი გამოუჩნდა - შესაძლოა, ის თუმანიშვილის თეატრს ჩამოაშორონ

ქეთი დოლიძეს თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე, სავარაუდოდ, ქუთაისის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე ჩაანაცვლებს. რეჟისორს, სავარაუდოდ, შვებულების დასრულების შემდეგ თეატრში აღარ დააბრუნებენ.

ქეთი დოლიძე პრესაში რეჟისორი კულტურის მინისტრს ღიად უპირისპირდება.

გადაწყვეტილებას, რომელიც მისი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაშვებას გულისხმობს, დოლიძე მიშა გიორგაძესთან პირადი უთანხმოებით ხსნის.

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ჯერ კიდევ მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი სიხარულიძეს, კონკურენტად არ აღიქვამს. თუმცა, ის ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებისთვის კონკურში მონაწილეობაზე განაცხადი უკვე შეიტანა.

წერილი, რომელიც ახლა კულტურის სამინისტროს კანცელარიაში ინახება, რეკომენდატორების სია ახლავს თან. სიხარულიძის კანდიდატურას მხარს თუმანიშვილის სახელობის თეატრის დასის წარმომადგენლები უჭერენ.

თუმანიშვილის თეატრი ერთადერთი არ არის, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობისთვის კონკურსი გამოცხადდა. მთელი საქართველოს მასშტაბით 23 სახელმწიფო თეატრში მალე ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება.

დღის ამბები