პირველი ფოტო ალბომი, რომელიც XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ქართველთა ფოტოებით არის დაკომპლექტებული. ორიგინალი სურათებით უნიკალურ ალბომს ფართო საზოგადოება პირველად ექსპოზიციაზე ნახავს.
გამოფენაზე ერთი წლის განმავლობაში შეძენილი ისტორიული ექსპონატებიც იქნება წარმოდგენილი.
ხელნაკეთი ალბომი უცნობი ადამიანების პორტრეტებითაც დააკომპლექტეს - სახასიათო ფოტოები აქამდე ალექსანდრე როინიშვილის პირად არქივში ინახებოდა.
მეოცე საუკუნის ტრადიცია უკვე 6 თვეა, აღდგა. ზუსტად 6 თვეში შემაჯამებელ გამოფენაზე ყველა ნივთი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის უცნობი მხატვრების ნამუშევრებიც.