ბორჯომის ხეობაში შტაბის საგანგებო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სტიქიის ზონაში რჩებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.
სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები.
პრემიერმინისტრის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„როგორც ხედავთ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც ბატონი პრემიერი ხელმძღვანელობს და მთელი ღამე გაგრძელდება მუშაობა და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ლოკალიზებული იყოს ხანძარი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის, განცხადებით, დღეს თათბირზე ხვალინდელი დღე დაიგეგმა.
„დაიგეგმა იმ რესურსების გამოყენების გზები, რომლებიც ხვალიდან დაგვემატება და, ჩემი აზრით, ხვალინდელი დღე იქნება გარდამტეხი,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.