17 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
გლდანის ციხესთან ამ წუთებში ხანძარია

გლდანის ციხესთან, შემოვლით გზასთან ამ წუთებში ხანძარია. ადგილზე, ხევში ბალახები იწვის. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ორი ბრიგადა მუშაობს და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების მასშტაბები უცნობია.

დღის ამბები