ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 5 ვერტმფრენი და ერთი სახანძრო თვითმფრინავია ჩართული. მაშველებს დღეს ბელორუსიიდან შემოსული სატვირთო ვერტმფრენი “МИ-26“-ისც შეუერთდება, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე გამოფრინდა.
ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი “МИ-26”, ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენია და მას სამაშველო სამუშაოებში განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს.
ადგილზე უკვე მუშაობს 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომელსაც კიდევ ერთი ვერტმფრენი დაემატება დღის განმავლობაში. ასევე 2 ქართული და 2 თურქული ვერტმფრენი და 1 თურქული სახანძრო თვითმფრინავი.