18 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ხანძარი ბორჯომის ხეობაში - სპეციალისტები დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ 

სპეციალისტები ბორჯომის ხეობის ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში შესაბამისი სტრუქტურების დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ უკეთესი იქნებოდა პრემიერს საჯარისო ნაწილების გამოყენების მიზნით დროულად მიემართა პრეზიდენტისთვის.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს კრიზისების წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლია.

„დახმარებაც აუცილებელია, ოღონდ მეგობრული ქვეყნებისგან და არა მტრული ქვეყნებისგან. საქართველოს შესაძლებლობები ასეთ გრანდიოზულ ხანძართან მიმართებაში არის მიზერული. არ არის სახელმწიფო მომზადებული იმისათვის, რომ ასეთ დიდ ხანძრებს ებრძოლოს.  მეორეც ცოტა, გაუგებარია ტყეში ხანძარი ჩნდება და ამ დროს ეძახიან სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენებს, რომელსაც ორი ტონა წყლის გადატანა შეუძლია. ამიტომ აუცილებელია ძლიერი უწყების ჩამოყალიბება, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით,“-აცხადებს თავდაცვის სფეროს ექსპერტი  თემურ ჩაჩანიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები