შეკვეთილში ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 28 მგზავრი, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაშია და ოპერაცია ესაჭიროებათ.
შეჯახების შედეგად დაშავებულები ქობულეთის ორ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ნაწილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ავტოსაგზაო შემთხევა, ქობულეთი-გურიის ცენტრალურ მაგისტრალზე დღეს დილით მოხდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ პაციენტები ინტენსიური დაკვირვების ქვეშ არიან და ამ ეტაპზე რეანიმაციული ღონისძიებების საჭიროება არ დგას.
დაშავებულები შემთხვევის ფაქტს ვერ იხსენებენ და აცხადებენ, რომ უჭირთ ამ ეტაპზე, ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.