ვარკეთილში, ზემო პლატოზე ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ავტოსადგომზე გადავიდა.
როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.
უწყების ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციისთვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ორი ბრიგადა მუშაობდა.