უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. კიევის ცენტრში ამ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდა, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებიც მონაწილეობდნენ.
კრეშჩატიკზე მარშით ჩაიარეს ქართველმა, კანადელმა, ბრიტანელმა, ლიტველმა, ესტონელმა და მოლდოველმა ჯარისკაცებმა.
აღლუმის დასასრულს სამხედროებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, ძლიერი პასუხი გასცეს აგრესორს თუ ის თავდასხმას გადაწყვეტს.