18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
სოფელ დაბასთან პრობლემური ორი ფერდი რჩება - გიორგი მღებრიშვილი

შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ბორჯომის ხეობაში ამ წუთებისთვის არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

მისი თქმით, კვლავ 6 შვეულმფრენია ჩართული ხანძრის ლოკალიზებისთვის და ცოცხალი ძალაც მობილიზებულია.

დღის მეორე ნახევარში, ქარის გამო, ჭირს მუშაობა. თუმცა, გიორგი მღებრიშვილის თქმით, მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

„ყველაზე პრობლემური ახლა რჩება, ისევ და ისევ, სოფელ დაბასთან ორი ფერდი, რომელიც, პრაქტიკულად, უკვე ლოკალიზებული იყო, მაგრამ ძლიერმა ქარმა ისევ გააღვივა ეს კერები,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ახალი კერები ამ ეტაპზე არ არის და მიმდინარეობს ძველი კერების ლოკალიზება.

გიორგი მღებრიშვილი ასევე ეხმიანება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სტიქიის ზონაში სტუმრობას და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ყველა იქ მყოფისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემია.

„ეს არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან დიდი სტიმული... შეკრებილი არიან ის თანამშრომლები, რომლებიც როტაციის პრინციპით ისვენებენ ახლა და, რომლებიც უნდა ჩაენაცვლონ იმ მეხანძრე-მაშველებს და მეტყევეებს, რომლებიც ახლა ობიექტებზე არიან გასულები,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები