პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მძიმე ტექნიკით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დააზიანეს.
დილიდან რუსთავი2 სარელეო გადამცემებით თბილისში პირდაპირი ჩართვების განხორციელებას ვერ ახერხებს.
დაზიანებულია მაგისტრალური ხაზი, რომელიც რუსთავი2-ის ცენტრალურ საეთეროს თბილისის სატელევიზიო ანძასთან აკავშირდებდა.
უცნობია, როდის მოხერხდება კაბელის აღდგენა.