სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს სარჩელი შეაქვს. ცოტნე გამსახურდია საქართველოს ხელისუფლებას სამართალდარღვევაში ადანაშაულებს.
მას მიაჩნია, რომ მთავარი პროკურატურა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს.
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს კვალიფიკაცია ბოლოს 2015 წელს შეცვალა, მაგრამ ოჯახს მალევე შეატყობინეს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. გამოძიება არ შეწყვეტილა, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახისთვის არც დაზარალებულის სტატუსი მიუციათ.
დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით ცოტნე გამსახურდიამ მთავარ პროკურატურას ბოლოს 7 აგვისტოს მიმართა, თუმცა, უწყებიდან პასუხი არ მიუღია. ადვოკატ ამირან გიგუაშვილის თქმით, ევროსასამართლოსთვის ეს იქნება იმის დასტური, რომ გამსახურდიას საქმეზე სამართლებრივი რეაგირება არ ხორციელდება.
პირველი პრეზიდენტის ქვრივს მიაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა დაგვიანებულია.
გამსახურდიებს სტრასბურგის სარჩელზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა, მანამდე არ გამორიცხავენ გამოძიებაში სტატუსის მისაღებად ქართულ სასამართლოშიც იჩივლონ.