სტიქიის სხვადასხვა ზონაში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს დღის ბოლოს საგანგებო შტაბში მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.
ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც. გიორგი აბაშიშვილი ვითარებას ეცნობოდა.
შტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში მოხერხდა ყველა რთული კერის ლოკალიზება. გაიჭრა ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი.
სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალური თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ავრცელებს. კვლავ აქტიურია, ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა.