18 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
მსოფლიო ბანკი სტიქიის ზონაში საქართველოს დასახმარებლად, როგორც ფინანსურად ასევე ტექნიკურად მზად არის

მსოფლიო ბანკი საქართველოს დასახმარებლად მზად არის. ამის შესახებ განცხადება, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

მერსი ტემბონი ბორჯომის ხეობაში იმყოფებოდა და სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი გვერდით უდგას საქართველოს და მზად არის დაეხმაროს მას როგორც ფინანსურად ასევე ტექნიკურად. 

ტემბონი განმარტავს, რომ საქართველოში ჩამოვა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სტიქიის ზონაში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს შეისწავლის, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება დახმარების საკითხი და იმ თანხის ოდენობა, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოს გამოუყოფს. 

მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის დახმარებას. იმის გათვალისწინებით რაც მოხდა, პირველ რიგში  საჭიროა ზარალის  შეფასება, შემდეგ უნდა განისაზღვროს რა ზომების გატარებაა აუცილებელი. ჩვენ გვყავს ტყის დაცვის სპეციალისტები რომლებიც ჩამოვლენ და ამ ყველაფერს გააკეთებენ. მოვახდენთ ფინანსური, ტექნიკური რესურსების მობილიზებასაც, რომ მოვამზადოთ კონკრეტული პროგრამა მსგავსი ხანძრების პრევენციისთვის. ასე, რომ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ შემდგომს სამუშაოებში“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორმა მერსი ტემბონიმ.

დღის ამბები