18 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ნიკა გვარამიას სუს-დან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ უწყებაში ის ხვალ სამ საათზე უნდა გამოცხადდეს.

ტელეკომპანიის დირექტორი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად არის დაბარებული.

„საქმე ეხება 2015 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო გადატრიალებაზე 315-ე მუხლით. ეს არის ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერის საფუძველზე აღძრული საქმე, რატომ დღეს და რასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. ერთადერთი რაც მითხრეს არის ის, რომ უნდა გამაცნონ საქმის მასალები, რაც უცნაურია, მოწმეს საქმის მასალებს როგორც წესი არ აცნობენ. შეიძლება დამატებითი დაკითხვა სჭირდებოდეთ ან ბრალის დადგენილება უნდა გამაცნონ და ბრალდებულად მცნონ, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქმე, რომელზეც ნიკა გვარამია დაიბარეს, 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება. საქმე სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობის მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები