18 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში აღმოსავლეთ სარდლობის ათასამდე ჯარისკაცი ჩაერთო

სტიქიური უბედურების ზონა - დღე მეექვსე. ხანძრის ლოკალიზების ოპერაციაში საჯარისო დანაყოფები ერთვებიან. აღმოსავლეთ სარდლობის ათასამდე ჯარისკაცი სოფელ დაბის ტერიტორიაზე დილის 06:00 საათზე გამოჩნდა. ჯარისკაცებს ადგილზე დახვდა და სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. 

”დარწმუნებული ვარ იმ დიდი იმედს რაც აქვს ახალ საქართველოს მოსახლეობას თქვენს მიმართ, თითოეული თქვენი მონდომებით თავდადებით, რითაც ზოგადად თქვენ ჯარისკაცი გამოირჩევა, ღირსეულად წარმოაჩენთ და ღირსეულად უპასუხებთ. მე, გენშტაბის უფროსი და რა თქმა უდნა მეთაურები, ვიქნებით თქვენს გვერდით, რომ ეს ამოცანა რასაც ჰქვია, ამ შემთხვევაში ჩვენი ბუნების დაცვა, შევასრულოთ ღირსეულად“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები