18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
რკინიგზის დეპარტამენტთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიამრთება

რკინიგზის დეპარტამენტთან მომხდარი დაპირისპირების დროს, დაკავებულების სასამართლო პროცესი, რამდენიმე წუთში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით აქციის 10 მონაწილე დააკავა.

დაკავებულები უფლებადამცველებმა უკვე მოინახულეს. მათ თქმით, დაკავებულებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. რაც შეეხება ბრალეულობას, უფლებადამცველის თქმით, დაკავებულები არ აღიარებენ, რომ მათ მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას.  

“დაკავებულები ჩვენ გუშინ მოვინახულეთ დროებითი დაკავების იზოლატორში. ნაწილ მათგანს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები სხეულზე, რომელიც მიიღეს დაკავებისას და დაკავების შემდგომ პროცესში. რაც შეეხება უშუალოდ სამართალდარღვევის ფაქტებს, რა თქმა უნდა აღნიშნული პირები არ ადასტურებენ იმას, რომ მათ მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას. ჩვენ ვნახავთ რა წერია სამართალდარღვევის ოქმებში და როდესაც გავეცნობით, ამის შემდგომ გვექნება შესაძლებლობა უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ ფაქტებზე,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორმა ნონა ქურდოვანიძემ.

რაც შეეხება რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიას, იქ შიმშილობას კვლავ განაგრძობს 14 ადამიანი და მათი მოთხოვნები უცვლელია.

 

დღის ამბები