დაკითხვების სერია GEM FEST-ის საქმეზე - სახელმწიფოს მიერ, თითქმის, 2 მილონი ლარით დაფინანსებული მუსიკალური ფესტივალის შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით საგამოძიები სამსახურში ვენდორები იკითხებიან. არ არის გამორიცხული, გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაიბაროს ფესტივალის ორგანიზატორი, რომელიც ფესტივალზე დასაქმებულებისა და მეიჯარეების მხრიდან ბრალდებების ადრესატია.
თუმცამ მანამდე გიორგი სიგუას საკუთარი ინტერესების დაცვა სასამართლოში მოუწევს. საპროტესტო აქციების შემდეგ, GEM FEST-ის თანამშრომლებმა ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით, ზუგდიდის სასამართლოს სარჩელით მიმართეს.
გიორგი სიგუას ადვოკატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება GEM FEST-ის ორგანიზატორის, გიორგი სიგუას, ბრალეულობას ვერ დაადგეს და ვერც სისხლის სამართლებრივ დევნას ვერ დაიწყებს.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ სიგუას აღებული ვალდებულებები არ დაურღვევია და არც სახელმწიფო მიერ ფესტივალისთვის გამოყოფილი 1 900 000 ლარი დაუხარჯავს არამიზნობრივად.