ამერიკის მთავრობამ ქართველ მეხანძრეებს 65 ათასი ლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეხანძრეების სპეციალურად შემუშავებული 500 წყვილი სახანძრო ფეხსაცმელი აჩუქა.
ელჩის მოადგილის, ელიზაბეტ რუდის, განცხადებით, ამერიკის მთავრობა მზად არის, სტიქიასთან ბრძოლისთვის საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს.
სამაშველო სამსახურის განმარტებით, სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველები ამ დროისთვის ეკიპირებულები არიან, ახალი აღჭურვილობა კი საჭიროების შემთხვევაში გადაეგზავნებათ.