ქვეყნის გადატრიალების მცდელობის საქმეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური 2 წელია, იძიებს, თუმცა შედეგი უცნობია. ხმაურიან საქმეზე მოწმედ დაკითხულ პირებს დღეს უთხრეს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფარულად უსმენდნენ.
სუს-ის შენობა რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, 10 წუთში დატოვა. სუს-მა ნიკა გვარამიას ფარული მოსმენა შეწყვიტა, თუმცა 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუხლით დაწყებული გამოძიებას აგრძელებს.
ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ეს საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ახალი ბრალის წარსადგენად გამოიყენოს.
სააკაშვილის თანაგუნდელები ასევე ფიქრობენ, რომ არჩევნების წინ ძველი საქმე შესაძლოა, სუს-მა სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარსადგენად გამოიყენოს.
ქვეყნის გადატრიალების მცდელობის საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე დაიკითხა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.
315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბოლო ორი წელია, სუს-ი რუსთავი2-ც უთვალთვალებს.
სუს-მა 2015 წელს 315-ე მუხლით მიმდინარე საქმეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და სააკაშვილის სატელეფონო საუბრები დაურთო. დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუდგენია ამ აუდიო ჩანაწერების ავთენტურობა.