18 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის წყლიდან ამოსაყვანად მძიმე ტექნიკა მუშაობს

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის წყლიდან ამოსაყვანად მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.  

შსს-მ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ აიღო და შემდეგ კვლავ განათავსა, სადაც წერია, რომ სამაშველო ვერტმფრენმა განიცადა ავარიული დაჯდომა, რაც ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდება.

ვერტმფრენი მი-8 ბოლო ერთი კვირაა ყოველდღიურ რეჟიმში შეუჩერებლად 12 საათს დაფრინავდა ბორჯომის ხეობაში და ცეცხლის ჩაქრობაში იღებდა მონაწილოებას. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვერტმფრენმა ტექნიკური შემოწმება 2 დღის წინ გაიარა და ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. 

 

დღის ამბები