კარდენახში ასობით ოჯახს უკვე ერთი თვეა წყალი არ მიწოდება. ადგილობრივები წყალს შორი მანძილიდან ეზიდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელში წყალგაყვანილობის პროექტი დაწყებულია კარდენახელებს კიდევ დიდხანს მოუწევთ ასეთ პირობებში ცხოვრება, ვინაიდან სამუშაოები, რომელმაც სოფლის წყლით მომარაგება უნდა უზრუნველყოს, მხოლოდ 2019 წელს დასრულდება.
კარდენახის მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შერჩევითად მოქმედებს და წყლის გაყვანა მხოლოდ მუნიციპალიტეტთან დაახლოვებული ოჯახებისთვის ხდება.
გურჯაანის გამგეობაში ამბობენ, რომ კარდენახში წყლის ოჯახებში შეყვანა უკვე რამდენიმე წელი ინდივიდუალურად ხდება. პროექტის მიხედვით კი სასმელი წყალი ეტაპობრივად ყველა ოჯახში შევა. მოსახლეობის ბრალდებებს გამგეობის წარმომადგენლები არ უარყოფენ.
ავტორი: ია გულიაშვილი.