ბორჯომის ხეობაში წყლიდან ამოყვანილი ვერტმფრენი ამ წუთებში თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოაქვთ.
სპეციალურ მანქანაზე განთავსებული დაზიანებული საჰაერო ტრანსპორტი ამჟამად გორში იმყოფება. MI-8-ს წყლიდან ამოღების სამუშაოებს თითქმის ორი დღე დასჭირდა.
რა გახდა ინციდენტის მიზეზი ან რამდენით იზარალა სახელმწიფომ ვერტმფრენის ჩამოვარდნით, ჯერჯერობით უცნობია.
გამოიკითხნენ ეკიპაჟის წევრებიც. თუმცა დეტალები არ ვრცელდება.
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.