ხანძარი საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში - დამწვარია, დაახლოებით, სამი ჰექტარი ტერიტორია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში რუსთავი 2-ს განუცხადეს, ცეცხლი ბალახს მოედო.
ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო ბრიგადა და მიტანილია წყლით სავსე ავზები. სოფელ მანავში ხანძრის ჩაქრობას 20 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.