რკინიგზის ადმინისტრაციის შენობასთან მოშიმშილე რკინიგზელების სოლიდარობის აქცია იმართება.
შეგახსენებთ, რომ თანამშრომლები უკვე მე-15 დღეა, შიმშილობენ და სამუშაო ადგილის გადატანას აპროტესტებენ.
აქციის 2 მონაწილე უკვე მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. მათ სოლიდარობას აუდიტორია 115-ის წევრები უცხადებენ.
„არ არის საჭირო დიდი ფილოსოფია იმის მისახვედრად, რომ 15-დღიანი შიმშილობის შემდეგ უკვე ასეთი ნაბიჯი ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანს. შესაბამისად, დღეს აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა მოხდეს რაიმე რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა,“ - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრმა, მარიამ ბაღდავაძემ.
გაფიცული თანამშრომლები საქმეში პრემიერმინისტრის პირად ჩართულობას ითხოვენ. რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე, აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები რკინიგზაში არსებული მიუღებელი სისტემის მსხვერპლი არიან.
„ჩვენ ვითხოვთ დიალოგს ამ საქმესთან დაკავშირებით და ვართ მსხვერპლი რკინიგზის მიერ განხორციელებული ბინძური ავანტიურის და პროვოკაციის,“ - განაცხადა რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ.