აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ქარიანი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. ადგილი მიუდგომელია, ვერ ხერხდება ცეცხლის კერამდე სპეცტექნიკის მიყვანა.
აბასთუმანში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სახანძრო ვერტმფრენი მუშაობს. ხმელეთზე მობილიზებულები არიან მეტყევეები, მეხანძრეები და შინაგანი ჯარი.
ცეცხლის ლოკალიზებას რთული რელიეფი და ქარიანი ამინდი აფერხებს.