ციანიდის საქმის მთავარი ბრალდებული საბოლოო სიტყვას წერს. მამა გიორგი მამალაძე პარასკევისთვის ემზადება, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის ბოლო სხდომა გაიმართება.
დეკანოზი უკვე რამდენიმე კვირაა, მუშაობს ტექსტზე, რომელშიც განხილულია ციანიდის საქმის დეტალები, საპატრიარქოს შიდა დაპირისპირების ნიუანსები და მისი პირადი ურთიერთობები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან.
20-გვერდიან სიტყვაში რამდენიმე ფურცელი პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, ეთმობა.
დაკავებული მღვდლის დამცველები აანონსებენ, რომ პარასკევს დეკანოზი დუმილს საბოლოოდ დაარღვევს და ისაუბრებს ყველაფერზე, მათ შორის ყველაზე მეტს პროკურატურის ე.წ ოქროს მოწმეზე, ირაკლი მამალაძეზე.
ციანიდის საქმის ადვოკატები ამბობენ, რომ პარასკევს გამოცდა მოსამართლემაც უნდა ჩააბაროს და პროკურატურის ზეწოლას გაუძლოს, რადგან გამამტყუნებელი განაჩენს მთელი მმართველი პოლიტიკური ელიტა ელოდება.
ციანიდის 7-თვიანმა საქმემ ეკლესიაში არსებული წლობით არსებული დაპირისპირება საჯარო გახადა და ხალხს მღვდლების, ეპისკოპოსების და მონაზვნების სხვა სახე უჩვენა.