18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ სახეს კარგავს

ყინწვისის ისტორიული სამონასტრო კომპლექსიდან, დაახლოებით, ნახევარ კილომეტრში ახალი ტაძრის სამშენებლო სამუშაოები, თითქმის, დასრულებულია. კოშკი, რომელზეც ტაძარია დაშენებული, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობისაა.

აქ მყოფ სასულიერო პირებს ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, ყინწვისის ისტორიული კომპლექსის სიახლოვეს მდებარე ეს ადგილი არის თუ არა სანებართვო ტერიტორია.

ახალ მშენებლობასთან დაკავშირებით, ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში კურიერს განუმარტეს, რომ ჯერ დანამდვილებით ვერ ამბობენ, ტაძარი, რომლის მშენებლობაც თითქმის დასრულებულია, მდებარეობს თუ არა ყინწვისის ისტორიული სამონასტრო კომპლექსში შემავალ ტერიტორიაზე ან სანებართვო ზონაში.

ყინწვისის ისტორიული სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი აცხადებს, რომ ახალი მშენებლობა სანებართვო ზონასა და კომპლექსის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.

ისტორიული კომპლექსის სიახლოვეს მიმდინარე ახალ მშენებლობას "ვანდალიზმის ფაქტად" აფასებს ძეგლთა დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი.

ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, მშენებლობა არაქართული არქიტექტურული პროქტის მიხედვით ხორციელდება და ისტორიული ადგილის იერსახეს მნიშვნელოვნად აზიანებს. 

ცნობილია, რომ ახალი ტაძრის მიმდებარედ სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. დაწყებულია კიდევ რამდენიმე ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები.

სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, ამ ტერიტორიას ხვალ დაათვალიერებენ.

 

დღის ამბები