18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
აზიური ფაროსანა მოსავალს აჭარაშიც ანადგურებს - ადგილობრივები შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ

აზიური ფაროსანა მოსავალს, სამეგრელოს მსგავსად,  აჭარაშიც ანადგურებს. ხულოს სოფლებში ადგილობრივებმა ტონობით თხილის მოსავალი დაკარგეს და ასობით ათასი ლარი იზარალეს.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შესაწამლი სამუშაოები დროულად ჩატარდა. ადგილობრივების ნაწილი კი აცხადებს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურს მათი ნაკვეთები არ შეუწამლავს.

რაიონში მცხოვრები ასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. ფასი ჯანმრთელ თხილსაც დაუვარდა და მოსავლის იმ მცირე ნაწილს, რომელიც აზიურ ფაროსანას გადაურჩა, 2-დან 3 ლარად აბარებენ მაშინ, როცა გასულ წლებში ორმაგი ფასი ჰქონდა.

აგრონომები სურსათის უვნებლობის სამსახურის არათანმიმდევრულ საქმიანობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ დაწყებული პროცესი ადგილობრივ ბაზარს მინიმუმ 2-წლიან ზიანს მიაყენებს.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად შარშან გამოჩნდა. მისი შეწამვლის ვალდებულება სურსათის უვნებლობის სამსახურს აქვს. ამისთვის ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდა, დაახლოებით, 13 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები