18 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
ხანძარი აბასთუმანში - სტიქიის ზონაში დამატებითი ცოცხალი ძალა შეიყვანეს 

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთადერთი ვერტმფრენი ცდილობს. მუშაობა მან დღეს გამთენიისას განაახლა.

მეხანძრეები და მაშველები ცეცხლს ტყეში მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის ზონაში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს დამატებითი ცოცხალი ძალა. ადგილზე მუშაობს 500-ზე მეტი ადამიანი. მობილიზებული არიან მეხანძრე - მაშველები,  მეტყევეები და შსს-ს საგანგებო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო შტაბის წევრები. შს მინისტრის ხელმძღვანელობით ამ წუთებში მიმდინარეობს სხდომა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოების გეგმას განიხილავენ.

გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან მეგობარი ქვეყნების დახმარებაზე ისაუბრა.

„დილიდან ჩვენ ველოდებით, 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვერტმფრენს. უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება. ის არის გზაში, ოდესაში დაიმატებს საწვავს და რამდენიმე საათში იქნება საქართველოში. მიმართვა გაგზავნილი გვაქვს და კონკრეტულ პასუხს დღის მეორე ნახევარში გეტყვით, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება ადგილზე რა ძალები იქნება მობილიზებული ავიაციის თვალსაზრისით,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები