ხანძარი ლოკალიზებულია თუშეთში თუმცა, სამაშველო სამსახურში არ გამორიცხავენ რომ სოფელ ომალოს მთის ფერდობზე კერის აალება მოხდეს.
თუშეთში ღია ცეცხლი არ იყო, მაშველები ძლიერ დაკვამლიანებას რამდენიმე წერტილში ებრძოდნენ. ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუშაობდა.
დაკვამლიანება შეინიშნება ალპურ ზონაში, რომელიც რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული დასახლებული პუნქტთან და ის მოსახლოებას საფრთხეს არ უქმნის. დაღესტნისკენ მიმავალ გზაზე დაკვანლიანება პირველად 3 დღის წინ შენიშნეს.