18 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ხანძარი აბასთუმანში - სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალა გაიზარდა, ელოდებიან უკრაინულ თვითმფრინავს 

აბასთუმანში ხანზარსაწინააღმდეგო სამუშაოებში უკრაინული თვითმფრინავის ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართვას ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიც.

მისი თქმით, დახმარების შესახებ თხოვნა საქართველომ სხვა ქვეყნებსაც გაუგზავნა, თუმცა მათ შორის ამჯერად რუსეთი არ არის. ამის შესახებ განცხადება გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში დილით, საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მინისტრის ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში ინტენსიურად მუშაობს ცოცხალი ძალა, მათი ოდენობა დილიდან გაიზარდა. ცეცხლის კერამდე მისაღწევად სპეცტექნიკა გზას მთელი ღამის განმავლობაში ჭრიდა.

„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის პროცესი, ცოცხალი რჩებოდა ადგილზე. დღეს დილიდან უკვე დამატებითი ძალები იქნა გაგზავნილი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გაიჭრა დაახლოებით 4-დან 5 კილომეტრამდე ახალი გზა ტყეში, იმისათვის, რომ სპეცტექნიკამ მოახერხოს და ადგილამდე მივიდეს ხანძრის კერებთან. ასევე მოწყობილ იქნა ხელოვნურად ავზები იმისათვის, რომ ავიაციამ მოახერხოს და აიღოს წყალი. ცოცხალი ძალა როგორც გითხარით მობილიზებულია. 1000 კაცამდე უკვე ტყეში არიან. უკრაინიდან ჩვენ ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვერტმფრენს. უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები