აბასთუმნის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 5-დან 7 ჰექტრამდე ტყის მასივი.
ადგილზე მუშაობს ავიაცია, ხანძრის ქრობით სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მეხანძრე - მაშველები, მეტყევეები და შსს-ს საგანგებო დეპარტამენტის წარმომადგენლები. გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სამუშაოებში 1000 კაცამდეა ჩართული.
აბასთუმანში უახლოეს საათებში უკრაინულ სახანძრო თვითმფრინავსაც ელოდებიან, რომელიც ქართულ ავიაციასთან ერთად ხანძრის ქრობით სამუშაოებში ჩაერთვება.
ძლიერმა ცეცხლი აბასთუმანში პრობლემები მოსახლეობასაც შეუქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის სამუშაოების გამო დაბინძურდა წყლის სათავე, რის გამო ადგილობრივ მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდათ.
ადგილობრივები ხანძრის გაჩენის მიზეზებზეც საუბრობენ. აბასთუმნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილი სადაც ცეცხლი გაჩნდა, მიუვალია ამიტომ ჩნდება ეჭვები დივერსიის შესახებ.