რუსეთის ოლიმპიური ქალაქი სტიქიამ დააზარალა. სოჭს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, ზღვის სანაპიროზე რამდენიმე ტორნადოც წარმოიქმა.
ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქალაქის ქუჩები, ქარმა რამდენიმე შენობას სახურავიც ახადა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები უკვე გააფრთხილა, რომ უამინდობა სოჭში მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.