"თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს,“- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ხანძრების გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით გააკეთა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, გამოძიება ყოველთვის ყველა ვერსიაზე მუშაობს.
„გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.