18 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
აბასთუმანში, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში უკრაინული და აზერბაიჯანული ავიაცია ჩაერთვება - გიორგი კვირიკაშვილი 

აბასთუმანში, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში უკრაინული და აზერბაიჯანული ავიაცია ჩაერთვება - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მადლობას უხდის. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ცეცხლის კერა აბასთუმანში არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც იყო ბორჯომის ხეობაში და ხანძრის ლიკვიდაციისთვის მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. 

"გუშინ საღამოს დამირეკა პრეზიდენტმა პოროშენკომ და შემოგვთავაზა თვითმფრინავის გამოგზავნა. როგორც ვიცი, თვითმფრინავი გზაშია და სულ ახლო მომავალში შემოვა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ასევე, სავარაუდოდ, დაგვეხმარება ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს არამარტო ამ დახმარებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ წინა პერიოდშიც გამოვიყენეთ მათი ავიაცია. ვფიქრობთ, ასეთი მოვლენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების კუთხით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები