დავით ოქიტაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტისთვის იბრძოლებს.
ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ შეთავაზება გამგეობის წევრებისგან მიიღო. დავით ოქიტაშვილი პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის, საქმიანობთ უკმაყოფილოა.
პროფკავშირების თავმჯდომარე კი, რომელიც არჩევნებში კიდევ მიიღებს მონაწილეობას, პროცესების მართვაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ირაკლი პეტრიაშვილი და ასევე რკინიგზის ადმინისტრაციის წინ მოშიმშილე რკინიგზელები დავით ოქიტაშვილის კანდიდატად გამოჩენას ხელისუფლების ინტერესს უკავშირებენ.
რკინიგზის თანამშრომლებით მანიპულირებაში კი ირაკლი პეტრიაშვილი მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნები 15 სექტემბერს გაიმართება.