18 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
თბილისის თოჯინების თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობების პროტესტი

თბილისის თოჯინების თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ელენე მაცხონაშვილის, რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილით ჩანაცვლების გადაწყვეტილება კულტურის მინისტრმა მიიღო და მიზეზებიც განმარტა, თუმცა ეს მიზეზები მიუღებელია ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისა და მსახიობების უმეტესობისთვის. ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და მის გაპროტესტებას გეგმავს.

ელენე მაცხონაშვილი ამბობს, რომ გათავისუფლების სქემა კონკრეტულად მის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი. ამას ის კულტურის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების სუბიექტურ გადაწყვეტილებას უკავშირებს.

ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ბრალდებებს უარყოფს კულტურის მინისტრი. მიხეილ გიორგაძე განმარტავს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის შეცვლის გადაწყვეტილება საორგანიზაციო საკითხებში უუნარობისა და არაკომპეტენტურების გამო მიიღო.

ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი კი საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. თეატრალური წარმოდგენების ნაცვლად თეატრის მშენებარე შენობასთან აქციებს გეგმავენ მსახიობები, მომდევნო დღეებში კი პროტესტის გამოსახატავად კულტურის სამინისტროსა და კანცელარიასთანაც გადაინაცვლებენ.

დღის ამბები