ბორჯომის ხეობაში ხანძართან დაკავშირებით ხელისუფლება ინფორმაციის დამალვას კიდევ ერთხელ ცდილობს. მთავრობის მეთაურმა დღეს ხანძრის მასშტაბების შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.
გიორგი კვირიკაშვილის მტკიცებით, ცეცხლმა გაანადგურა იმაზე სამჯერ მცირე ფართობი, ვიდრე ეროვნული სატყეო სააგენტოს ოფიციალურ რუკაზეა ნაჩვენები.
სააგენტოს სპეციალისტები, სატელიტურ რუკებზე დაყრდნობით, საუბრობენ 752 ჰექტარ ფართობზე, რომელიც ცეცხლმა გაანადგურა. აქედან 500-ზე მეტი ჰექტარი ტყის ის მასივია, რომელიც 2008 წელს რუსმა სამხედროებმა გადაწყვეს. დანარჩენი, 200-ზე მეტი ჰექტარი კი ხელუხლებელი და ასწლოვანი ტყე იყო.
ეროვნული სატყეო სააგენტო ნახანძრალის შესწავლას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ტერიტორიაზე სპეციალური სამსახურებს პატრულირება შეწყდება. ამის შემდეგ დაითვლება ზარალიც და გაიწერება სამოქმედო გეგმაც.
ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღდგენაზე მუშაობის დაწყებას დაუყოვნებლივ არ გეგმავს და უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ბუნებას დააკვირდებიან. სპეციალისტები კი ბორჯომის ხეობის აღდგენისთვის მზადების დაუყოვნებლად დაწყების რეკომენდაციას გასცემენ.
გერმანელი ექსპერტის თქმით, ბორჯომის ტყის აღდგენას, ათასი ჰექტრის გამწვანებას დაახლოებით 3 მილიონი ხე დასჭირდება.