12 მაისი 2024,   23:57
ვრცლად
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ძმას ცხოვრების ნებართვა გაუუქმდა და ქვეყანა უნდა დატოვოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის, დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა.

უწყების კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, არტიომ შევჩენკოს, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ძმა სამართალდამცველებმა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს.

მისი თქმით, დავით სააკაშვილმა ქვეყანა უნდა დატოვოს, რადგან მისი უკრაინაში ცხოვრების ნებართვა გაუქმებულია.

"ჩვენ არ დაგვიკავებია. კიევის ეროვნულმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის საიმიგრაციო სამსახურში მიყვანა," - აცხადებს შევჩენკო.

მისივე თქმით, დავით სააკაშვილმა უკრაინის ტერიტორია იმის გამო უნდა დატოვოს, რომ მისი ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა გაუქმებულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები