რთული რელიეფის გამო სოფელ ართანას ტყეში ღამით ცეცხლთან ბრძოლის ოპერაცია შეჩერებული იყო. შეუძლებელია ხანძრის კერებამდე ტექნიკის მობილიზება. შესაბამისად, ვერ ხერხდება გზის გაჭრაც. მაშველებმა ხანძრის კერების გავრცელების პრევენციისთვის, მანამდე ტყეში ორმოები ამოთხარეს.
წინასწარი ინფორმაციით, ამ დროისთვის 70 ჰექტარია დამწვარი.
დღის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრი კახეთში ჩავიდა და საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა.
რამ გამოიწვია ხანძრი, გამოძიება დაადგენს, თუმცა, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ტყეში ჩამოვარდნილი მეხისგან გაჩნდა.
დღის ბოლოს მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდაში. აქ 1 ჰექტარი ტყის მასივი და ბუჩქნარი დაიწვა.